20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
როდის დაიწყებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები კლებას - ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

კიდევ 24 616 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი - ომიკრონის მთავარი სამიზნე ისევ დედაქალაქია. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა.

ექიმები ისევ საუბრობენ ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე. ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება. 

"20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები. პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცენდენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები