20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ყველა კვლევა მიუთითებს, რომ "ბუსტერი" "ომიკრონს" სერიოზულად აკავებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს "ბუსტერ" დოზის გაკეთებისგან კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მისი თქმით, ვაქცინაციის მე-3 დოზა არის გზა, რომელიც "ომიკრონის" შეკავების ძლიერ მექანიზმს წარმოადგეს.

"რაც შეეხება აცრებს, სამწუხაროდ, მაღალი მაჩვენებელი არ არის, გარდა იმ მრავალი მიზეზისა, რასაც ადრე ვსაუბრობდით მეორე მიზეზი დაემატა, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობა მაღალია ქვეყანაში და შესაბამისი კონტაქტირებული ადამიანები არიან, ამიტომ, აცრებზე მიმართვიანობა არ არის. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და მოვუწოდო მოსახლეობას, ჩვენს ვებ გვერდზე და facebook-დევს ინფორმაცია, იქ არის ერთ-ერთი კვლევა, სადაც არის ნაჩვენები როგორ იცავს ორჯერადად აცრა ინფიცირებისგან, რამდენი პროცენტით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრისგან და სიკვდილიანობისგან. და, განსაკუთრებით, როგორ იზრდება ეს დაცვის მაჩვენებელი, თუ ადამიანი არის ბუსტერიზირებული.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დღევანდელ ვითარებაში  მთავარი მოწოდება არის ბუსტერი. ისედაც, მესამე აცრებზე მიმართვიანობა ი აცრებშიც რაც ხორციელდება, ყველაზე მაღალია, დაახლოებით 70-75% ეს არის მესამე აცრები, ანუ ბუსტერი, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი. ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ბუსტერი დღეს ომიკრონს სერიოზულად აკავებს, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვაზე და ბუსტერზე," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები