31 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
ინფიცირებულების საერთო რაოდენობაში ბავშვების ინფიცირება 17%-ია, "ომიკრონმა" გამოიწვია საშუალო ასაკის გაახალგაზრდავება - ივანე ჩხაიძე  

კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 25 161 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი. სპეციალისტებს ზუსტი პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუ როდის დასრულდება ქვეყანაში მეექვსე ტალღის პიკი, თუმცა არ გამორიცხავენ, თებერვლის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ დროისთვის 220 000-მდე ინფიცირებულია საქართველოში. მათი უმეტესობა სახლში მკურნალობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტების ნაკადების მართვის თვალსაზრისით, პრობლემები არ არის.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი საწოლების დეფიციტი, ამ ეტაპზე, არ დგას. 

"მიუხედავად ინფიცირების ძალიან მაღალი ციფრისა, ჰოსპიტალიზაციის პრობლემა, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ არის. 1900 თავისუფალი საწოლი იმაზე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რათა გაუმკლავდეს შედარებით გაზრდილ ნაკადს რაც, რა თქმა უნდა, მოჰყვა ინფიცირების შემთხვევის მატებას. ინფიცირებულების საერთო რაოდენობაში ბავშვების რაოდენობა10% იყო, შემდეგ გახდა 15 % და ახლა უკვე 17%-ია. "ომიკრონმა" ისევე, როგორც "დელტამ", გამოიწვია საშუალო ასაკის გაახალგაზრდავება ,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები