მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს რუსთავის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ერთ პირს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 წლის დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.