16 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ენმ-ს აქციებზე - "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა 3 ქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს

გორში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციაზე მოქალაქეების ის ნაწილი მივიდა, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი შეახსენეს. ადგილზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.

აქცია ენმ-ს ორგანიზებით თელავშიც გაიმართა, სადაც ხმაური იყო. მათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი გააპროტესტეს, თუმცა, აქციაზე რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებმაც ოპოზიციონერებს ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარი უკანონო მოქმედებები გაახსენებს, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქცია ენმ-ს ორგანიზებით 3 ქალაქში გაიმართა.


დღის ამბები