02 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
გაუჩინარებული ამერიკელი ტურისტი სანზონაში იპოვეს - როგორია ალექს ლოიოსის მდგომარეობა

თბილისში 39 წლის ამერიკის დაკარგული მოქალაქე ალექს ლოიოსი იპოვეს. მას სამართალდამცველებმა სანზონაში მიაგნეს. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, დაკარგული ტურისტის ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ის კონტაქტზე ბოლოს 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო 9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსისტმა ძველ თბილისში შენიშნა, სინაგოგასთან ახლოს. მისი თქმით, ის იყო "ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს"

კურიერი იმყოფებოდა იმ სასტუმროში სადაც ტურისტი ცხოვრობდა, მენეჯერი ამბობს რომ, ლოიოსმა 7 თებერვალს ჯანმრთელობის პრობლების გამო საავადმყოფოს მიმართა რვა თებერვალს კი სასტურო დატოვა.

ალექს ლოიოსის მეგობრების ინფორმაციით, საქმის კურსში იყო საელჩო და საგამოძიებო უწყებები. 

დღის ამბები