20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალებს "დიდგორის" ტიპის სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის 7 მანქანა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ წარმოებული შვიდი ერთეული "დიდგორის" ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა გადაეცა.

ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენილი ჯავშანმანქანები დაათვალიერეს და მათ მახასიათებლებს გაეცნენ.

დღის ამბები