რუსთავის მერიაში ევროკავშირის და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ეგრეთწოდებულ მოკლე სიაში მოხვდა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ხორციელდება და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინოვაციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე თანამედროვე მუნიციპალურ სერვისებზე და რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.