საბაგირო, ზიპლაინი, პანორამული ლიფტი, საკონცერტო სივრცე - პროექტი ენგურჰესზეა დაგეგმილი. "ენერგეტიკის განვითარების ფონდს", "ენგური ატრაქციასა" და ენგურჰესს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.