27 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
მადაგასკარზე ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა

მადაგასკარზე ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა. 30 ათასამდე ადგილობრივს კი, საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუწია.

დაზიანებული და დანგრეულია 124 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია. სამაშველო ოპერაციაში გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ჯგუფებიც ჩაერთვნენ.

დღის ამბები