29 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
ავარიული შენობები თბილისში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არამყარ სახლში ცხოვრობთ

თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ავარიული შენობა-ნაგებობებია. რადგან საქმე საცხოვრებელ ბინებს ეხება, საკითხის მიმართ ინტერესიც მაღალია. მერმა დაანონსა, რომ ასეთი შენობების ჩანაცვლების პროგრამა წელს დაიწყება. კახა კალაძის განმარტებაზე დაყრდნობით ვიცით ისიც, რომ წელს პროექტის სტარტისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი. გაირკვა ახალი დეტალიც - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ლოკაცია. კახა კალაძის თქმით, ყველაზე აქტიური ამ მხრივ სამგორის რაიონია, სადაც სამი კონკრეტული ობიექტი შეირჩა, დაანონსდა ტენდერიც, რომელმაც მშენებელი კომპანია უნდა გამოავლინოს.

მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ვისთვისაც ავარიული შენობები პრობლემაა, შეაგროვონ ხელმოწერები და მიმართონ მერიას.

ავარიული შენობების ჩანაცვლების პარალელურად მერია უკანონო მშნებელობების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. უწყება საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. მისი სურვილია, იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებაც ისეთივე მოდელით მუშაობდეს, როგორც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტი. უფრო კონრკეტულად, ინიციატივის მიხედვით, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტი გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს მაშინვე, როგორც კი ის განთავსდება ობიექტზე, ანუ, საჭირო აღარ იყოს მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაბარება.

როგორც კახა კალაძე ამბობს, ბოლო თვეებში გამოიკვეთა პრობლემა - მისი თქმით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობას უკანონოდ ახორციელებენ, მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას ჯარიმის შესახებ არ იბარებენ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ფერხდება აღსრულება, რაც, მერის განმარტებით, სერიოზული პრობლემაა.
ხარვეზი პარლამენტმა უნდა აღმოხვრას. მერი დარწმუნებულია, რომ ცვლილება უკანონო მშენებლობების პრობლემას წერტილს დაუსვამს.

დღის ამბები