02 დეკემბერი 2022,   16:30
ვრცლად
ტექნიკური მიზეზის გამო დღეს საიტზე ვერ აიტვირთა კორონავირუსის ყველა შემთხვევა - NCDC განმარტებას აკეთებს

4 028 ახალი ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი და 22 517 გამოჯანმრთელებული - ასეთია კოვიდ სტატისტიკა, რომელიც სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია.

"სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ "ომიკრონის" ცირკულაციის ფონზე  ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს პიკის გადავლის ეტაპი. 4000 შემთხვევა რეალურ სიტუაციას ვერ ასახავს, რადგან ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხდა ყველა შემთხვევის ატვირთვა, შაბათ -კვირას პორტალის განახლება ხდებოდა. ამიტომ, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები