27 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
კანადა უკრაინას 6,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის და 393-მილიონიან კრედიტს გამოუყოფს 

ჯასტინ ტრუდოს განაცხადებით, კანადა უკრაინას 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ ტო "როიტერი" წერს. 

ამას გარდა, კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

"კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება," - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარება უკვე გაუგზავნა. 

დღის ამბები