24 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
"ჩვილის ცხედარი რომ ვნახე, ეს გოგო გვერდით მედგა..." - "კურიერმა" ფოთში მომხდარი საზარელი შემთხვევის ამსახველი ვიდეო მოიპოვა

საზარელი შემთხვევა ფოთში - "კურიერმა" მოიპოვა კადრები, თუ როგორ იპოვა ხელოსანმა საკანალიზაციო მილში გაჭედილი ახალშობილის ცხედარი.

სანტექნიკოსი დავით კონჯარია საკუთარი თვალით ნანახ შემზარავ ფაქტს "კურიერთან" დეტალურად იხსენებს.

"რომ ვხსნიდი ამ მილს, ეს გოგო გვერდით მედგა და არაფერი არ უთქვამს. ჩვილის ცხედარი რომ ვნახე, ვინ ჩააგდო მეთქი, ვთქვით...  დავარეკინეთ და მოვიდა მისი მეუღლე და ვუთხარი ფაქტი, აგერა ძმაო...მე ხელს ვერ ვკიდებ ვერაფერს.

თვითონ დაუძახა მეუღლემ პოლიციას,"-ამბობს დათო კონჯარია.

"კურიერის" ინფორმაციით, ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა უკვე დაკავებულია, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ჩვილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

დღის ამბები