ახალშობილის განზრახ მკვლელობის საქმე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფოთის რაიონული სასამართლო, აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ამ წუთებში იწყება.
დედა, რომელმაც ჩვილი ჯერ გაგუდა და შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დიანა კაზმაფეროვა ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
თავის მხრივ ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს.