ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, უკვე ხვალიდან, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა.
მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის - "ავერსი-ფარმა", "პსპ ფარმა", "ფარმადეპო", "გეფა", "ინპექსფარმი" და "კალანდაძე"-ს წარმომადგენლებმა მოაწერეს.