24 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
უკრაინის კრიზისი - მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა ფორმატში მსჯელობენ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოს უქმნის

უკრაინის კრიზისი - მხოლოდ ეს ფრაზა ისმის დღეს ყველა მთავარ პოლიტიკურ არენაზე და იმ ქალაქებში, სადაც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა ფორმატში მსჯელობენ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოს უქმნის.

დღეს მთავარი ქალაქი მიუნხენია, უსაფრთხოების კონფერენცია ფაქტობრივად მთლიანად მოსალოდნელ ომს ეძღვნება, თუმცა მთავარი აქტორის, რუსეთის გარეშე.

უკრაინის კრიზისი მსოფლიო ლიდერებს საქართველოს ახსენებს. დღეს უკვე ყველა ამბობს, რომ მოსკოვი 2008 წლის ომის სცენარით მიდის. უსაფრთხოების კონფერენციამ ბავარიის დედაქალაქში მთელი მსოფლიოდან გადაწყვეტილების მიმღებ 450-ზე მეტ პირს მოუყარა თავი. გერმანიაშია საქართველოს დელეგაციაც.

 

 

 

დღის ამბები