20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება აიკრძალა - ვის ეხება გამკაცრებული რეგულაცია

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება - მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება.

ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს.

ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მილიმეტს კალიბრს.

დღის ამბები