27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
NATO კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს

NATO კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ​ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფისის თანამშრომლები იუწყებიან, დროებით სამუშაოდ ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ.

"NATO და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს,"-აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.

 
დღის ამბები