24 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
სომალიში თვითმკვლელი ტერორისტის ამოქმედებულ ბომბს 15 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ რესტორანთან აამოქმედა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობები დაზიანდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ შაბაბმა აიღო.

 

დღის ამბები