20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ჰოსპიტალურ სექტორს თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა ეს მოსახლეობას მოდუნების საფუძველს არ აძლევს - ნოდარ ჩიმაკაძე

ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 9 400-ს ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 000-ს აღწევს. "ომიკრონის" ტალღა უკან იხევს.

ეპიდემიოლოგების თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირაში ტალღა კიდევ უფრო შესუსტდება, თუმცა ეს მოსახლეობას მოდუნების საფუძველს არ აძლევს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ძირითადად აუცრელი პაციენტები წვანან.

"სიტუაცია მცირედით დასტაბილურებულია, ძირითადი დატვირთვა ისევ პრეჰოსპიტალურ სექტორზე მოდის. ჰოსპიტალურ სექტორს თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა ეს არ აძლევს მოსახლეობას იმის საფუძველს, რომ მოდუნდეს. დაინფიცირების შემთხვევები ნამდვილად იყო სხვადასხვა შტამის შემთხვევაში, თუმცა ერთი შტამის შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. რეანიმაციულ განყოფილებაში, ძირითადად, წვანან აუცრელი პაციენტები," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.

დღის ამბები