29 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
იმსჯელებს თუ არა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა კოლეგია - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი, იმსჯელებს თუ არა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა კოლეგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოზე, ასევე უნდა გაირკვეს დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული. გამოძიება მათ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებული, ბექა ლატარია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

დღის ამბები