31 აგვისტო 2026,   02:22
ვრცლად
მოსალოდნელია თავდასხმები სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებში - აშშ-ს საელჩო რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე მიიღეს.

პარალელურად, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ასევე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ევაკუაციის გეგმების შედგენისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადახედონ პერსონალური უსაფრთხოების გეგმებს, შექმნან ევაკუაციის გეგმები, რომლებიც არ არის დამოკიდებული აშშ-ს მთავრობის დახმარებაზე, მოერიდონ ხალხმრავლობას და თან იქონიონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მათ შორის აშშ-ს პასპორტი მიმდინარე რუსული ვიზით.

 

 

 

დღის ამბები