"გპასუხობს ექიმი" - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო. კამპანია რეგიონულ მედიას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ.
პროექტის სამიზნე რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა. ექიმები მოქალაქეების შეკითხვებს - ინფიცირების მიმდინარეობასთან, იზოლაციისა და კარანტინის ვადებთან, ვაქცინაციასა და "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით ამომწურავად პასუხობენ. პროექტის პარტნიორი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსია.
"გპასუხობს ექიმი" მაუწყებელთა ალიანსში შემავალ რეიტინგულ რეგიონულ ტელევიზიებში, 10 სხვადასხვა არხზე გავა, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე. პროექტი საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.