20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ. 2 დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა, დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი ბალონის გაჭრის შემდეგ მოხდა. 

მეტალურგიული ქარხანა "ამბიკონ სტილსი" მეორადი ჯართის გადამუშავებით არის დაკავებული. საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული.

დღის ამბები