თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის პარალელურად დაანონსებული აქციაზე აცხადებს, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული.
არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ.
წარმატება მინდა ვუსურვო და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში," - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთმ, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის უნდა გაიმართოს.