07 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
რუსეთს ისეთ მძიმე სანქციებს დავუწესებთ, რომლებიც აქამდე არ ყოფილა, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ბნელი საათებია ევროპისთვის - ჯოზეფ ბორელი

უმძიმესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - ევროპა ახალ პაკეტზე მუშაობს.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა სანქციებზე განცხადება გააკეთეს:

"ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმებს და ამ ქმედებებზე ცინიკოსურ მიზეზებს. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, სადაც უპრეცედენტო აგრესიის პირისპირ ვართ რუსეთის მხრიდან. სამიზნე არის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპა და საერთაშორისი მშვიდობა, ამაში კი პასუხისმგებელი პუტინია. ჩვენ მასობრივ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს სტრატეგიულ სექტორზე, რათა წვდომა შევუზღუდოთ საკვანძო ბაზრებზე, გავუყინავთ ევროპაში რუსულ აქციებს და ჩავხსნით ევროპისგან რუსულ ბანკებს. ეს სანქციები იმისთვის არის, რომ მოსკოვმა მძიმე შედეგები მიიღოს. პუტინს სურს საათი დააბრუნოს წარსულში, იმპერიალისტური რეჟიმის დროში. რუსეთს მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და ცეცხლი შეწყვიტოს,"- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთს ისეთ მძიმე სანქციებს, რომლებიც აქამდე არ დაწესებულა:

"ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ბნელი საათებია ევროპისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. რუსეთის ქმედებას კი, ევროკავშირი ძლიერი სანქციებით უპასუხებს. ჩვენ სამიტზე ძალიან ძლიერ პოლიტიკურ სანქციებს შევიმუშავებთ, ისეთ მძიმე სანქციებს, რომლებიც აქამდე არ დაწესებულა. რუსეთი მიიღებს უპრეცედენტო იზოლაციას სახელმწიფოებისგან,"- აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები