უკრაინელი ხალხის მიმართ დღეს ქართველმა არტისტებმა სოლიდარობა მუსიკალური ნომრებით გამოხატეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღო არაერთმა ქართველმა შემსრულებლმა, მათ შორის, ნიკოლოზ რაჭველმა, ნინო ქათამაძემ, გიორგი ცაგარელმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა.
სოლიდარობის კონცერტი უკრაინული ჰიმნით დაიწყო.
"ტყუპისცალები ვართ ამ ტკივილში. იმხელა ახლავს თითოეული ჯარისკაცის დედის ტკივილს, თითოეული ბომბის ხმის შედეგს, მაგრამ აგრესიას არც საუკუნე აქვს და არც დრო," - განაცხადა ნინო ქათამაძემ.