უკრაინა მზად არის რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაშია ნათქვამი.
"უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და ტოვებს ადგილს მოლაპარაკებებისთვის. მათ შორის ახლაც - როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს. ეს ომი უნდა შეწყდეს, ეს საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს,"-აცხადებს პოდოლიაკი.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უნიანი" ავრცელებს.