აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"სანქციების გაძლიერება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან. მადლობელი ვართ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.