უკრაინული მედია უკრაინული არმიის მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის მშობლებს ურეკავს და სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობებს, რომ უკრაინაში, ტყვედ ჩავარდა.
როგორც ვიდეომასალიდან ჩანს, რუსმა ჯარისკაცი არ ფლობდა ინფორმაციას, თუ რისთვის უშვებდნენ მას უკრაინაში.
"მამა, დედა, მე ტყვეობაში ვარ"
"როგორ ტყვეობაში? სად?"
"უკრაინაში, ტყვეობაში"
"როგორ მოხვდი იქ?"
"გვითხრეს წადით უკრაინაშიო, ჩვენც წავედით, არავინ არაფერი იცოდა. უკრაინაში ვართ, კონკრეტული ადგილმდებარეობა არ ვიცი, დედა," - ამბობს რუსი ჯარისკაცი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუს მოსახლეობას მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ახალგაზრდა მამაკაცები მოტყუებით მიჰყავთ რუსულ არმიაში და არ აყენებენ საქმის კურსში თუ რა ელოდებათ წინ.