პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, მათ მიერ უკრაინაში გაგზავნილი საბრძოლო კოლონა უკვე უკრაიაშია.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
"საბრძოლო კოლონა, რომელსაც ჩვენ უკრაინაში გადავიტანთ, უკვე გადაკვეთა საზღვარი ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ჩვენ სოლიდარულები ვართ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას," - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.