16 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
რა უნდა გაითვალისწინონ კიევში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - "კურიერი" საქართველოს ელჩს უკრაინაში ესაუბრა

კიევში პერიოდულად იმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულებით ისვრიან ოკუპანტები.

გარდა ამისა, "კურიერის" კორესპოდენტი საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სრულად არის წარმოდგენილი დიპლომატიური მისია კიევში. ისინი აგრძელებენ მუშაობას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან კიევში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

"საელჩო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში, ცხადია. თითქმის 100% დიპლომატების აქ არის. მთავარია, ადამიანი იყოს უსაფრთხო ადგილას, ასევე, იცოდეს სად არის შესაბამისი თავშესაფარი, რადგან განგაშის შემთხვევაში ჩავიდეს და იყოს, შეძლებისდაგვარად, უსაფრთხოდ. დღესაც ჩვენი რეკომენდაციაა, დარჩნენ სახლში. თუ მიიჩნევენ რომ აუცილებელია მათი გადაადგილება, უნდა გაითვალისწინონ, რომ გზები ყველა მიმართულებით არის გადატვირთული.

ამ წუთში, კიევში სიწყნარეა, თუმცა, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იყო ლოკალური შეტაკებები," - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ადგილობრივი სამართალდამცველები მოქალაქეებს ურჩევენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე არ გადავიდნენ. არ შეეცადონ ხიდზე ასვლას, რადგან ხიდი არის მკაცრ კონტროლზე, რადგან ელოდებიან მარცხენა სანაპიროდან დესანტის გადმოსხმას. შესაბამისად, ნებისმიერი ავტომობილი ავტომობილი, რომელიც დაფიქსირდება ამ ტერიტორიაზე, დაექვემდებარება დაცხრილვას.

დღის ამბები