31 აგვისტო 2026,   00:42
ვრცლად
ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის მერის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის მერის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენელი აგრესორის, რუსეთის ფედერაციის მხარეს გადავიდა. კუპიანსკის მერმა, სამხედრო მდგომარეობის ფონზე რუსეთის ფედერაციას დახმარება გაუწია უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებში, ამასთან მაცეგორმა უკრაინის საზღვრების შეცვლის მიზნით გააზრებული ნაბიჯები გადადგა და ამის შესახებ ინტერნეტში დაწერა. 

გამოძიების დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე დღეს კუპიანსკის მერმა გენადი მაცეგორმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქს რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ. 

დღის ამბები