20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვინდა, რომ ის ევროკავშირის წევრი იყოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვინდა, რომ ის ევროკავშირის წევრი იყოს - ეს განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან გააკეთა.

ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინისთვის დამატებითი იარაღის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსული მედიის დაბლოკვისა და რუსული თვითმფრინავების გაუქმების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მას არ დაუკონკრეტებია, რომ ეს იქნებოდა სწრაფი გაწევრიანება, რომელსაც მოითხოვს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

დღის ამბები