მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსულ ავიაკომპანიებს მის მთლიან საჰაერო სივცრეში ფრენა სრულად აუკრძალა, ევროპაში ჩარჩენილ რუს ტურისტებს რუსეთში ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის გავლით დააბრუნებენ.
როგორც რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცე-პრეზიდენტმა დმიტრი გორინმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები დაბრუნებას სტამბოლის, დუბაისა და კაიროს გავლით შეძლებენ.