20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკი შემოწმების შედეგებს აქვეყნებს

დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკი "თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმების შემდეგ შედეგებს აქვეყნებს. სემეკში ამბობენ, რომ დადგინდა გარკვეული შეუსაბამობები.

"შესწავლილი იქნა მრიცხველებთან დაკავშირებული საკითხები, აღრიცხვის და დარიცხვის სისწორე, კანონიერება და ამ ყველაფრის შესაბამისობა ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან. გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნაწილში უზუსტობები, დადგენილი წესების დარღვევა, შესაბამისად მოვისმენთ დეტალურ ანგარიშს შემოწმების ჯგუფის. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციის ერთ-ერთ ფორმას დაჯარიმებას, შესაბამისად შესაძლოა იქნას გამოყენებული," - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

დღის ამბები