"უკრაინაში ის მე არ გამიგზავნია" - ტყვედჩავარდნილი კიდევ ერთი ოკუპანტის ზარი მამასთან. ვიდეომასალას უკრაინული მედია ავრცელებს.
"უკრაინიდან გაწუხებთ, სერგეი თქვენი შვილია?" - უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტის მამას დაურეკეს და განუმარტეს, რომ მისი შვილი უკრაინის ტერიტორიაზე საომრად გადმოვიდა.
▪️ რაზეც რუსი ჯარისკაცის მამამ განაცხადა, რომ შვილი საომრად უკრაინაში მას არ გაუგზავნია.
- უკრაინიდან გაწუხებთ, სერგეი თქვენი შვილია?
- დიახ ;
- ტყვედ ვარ, ჩერნიგოვის რეგიონში ;
- დაუჯერებელია, იქ როგორ მოხვდი ;
- საზღვრამდე მივედით.
▪️ საუბრის ნაწილში უკრაინელი ჯარისკაცი ოკუპანტის მამას მიმართავს და ეუბნება, რომ რუსი ჯარისკაცები აქ მოკვდებიან და რუსეთის ფედერაციის მთავრობას ისინი ფეხებზე ჰკიდია. უკრაინელი ჯარისკაცი აგრესორის მამას ეუბნება, რომ დროა რუსეთში რაიმე შეცვალონ და გადაწყვიტონ.
- თქვენი შვილი ჩვენ ტყვედ გვყავს, თქვენი შვილი გადმოვიდა უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენთან საომრად, თქვენ გესმით?
- მე არ გამიგზავნია იქ ;
- ანტონ კირილოვიჩ, სულ რამდენი შვილი გყავთ ;
- 5 ;
- ე.ი. ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები იქნება, თქვენთვის სულ ერთია?
- არა, ყველა ერთნაირად ;
- იმიტომ, რომ ისინი აქ მოკვდებიან და თქვენ სახელმწიფოს ისინი ფეხებზე კიდიათ. შეცვალეთ გთხოვთ თქვენი ქვეყანა, გადაწყვიტეთ რამე ანატოლი კირილოვიჩ.
▪️ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ოკუპანტის მამას რუსული ძალების მეთაური ესაუბრება და განმარტავს, რომ ისინი სწავლების მიზნით სხვა ქვეყანაში გაიყვანეს, უკრაინის ცენტრში მოიყვანეს და მიატოვეს.