ზუგდიდის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ენმ-ს წევრებმა კი, დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს, შემდეგ კი უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა. სხდომაზე ენმ-ს წევრებმა გამართეს, რომ არსებული ვითარების ფონზე სხვა საკითხებზე მუშაობას არ აპირებენ. შესაბამისად, მათ სხდომა დატოვეს და ქვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა ერთი კვირით გადაიდო.