29 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
"ქალები და ბავშვები ომს გამოვექეცით, არ ვიცი როგორც დასრულდება ეს ჯოჯოხეთი..." - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დევნილთა ნაკადი არ წყდება

იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი არ წყდება უკრაინა-პოლონეთის საზღვართან. თავშესაფრის მაძიებლებს იღებს მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთიც, თუმცა ყველაზე მეტ ლტოლვილი პოლონეთში მიგრირებს.

უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიმღები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის როგორც რკინიგზის, ასევე ავტოსადგურები და ადამიანების ძალიან დიდი ნაკადი სწორედ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიემართება. 

პოლონეთის საზღვარზე დევნილებისთვის ასევე შექმნილია დროებითი განთავსების ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი კრაკოვის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზეა მოწყობილი. საზღვარზე არ წყდება იმ ადამიანების ნაკადი, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, შესაბამისი ჯგუფები კი მათ სხვადასხვა საკითხებზე კვალიფიციურ დახმარებას უწევენ.

"იბომბება ჩვენი საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და ქალაქები. ის, რაც ხდება უკრაინაში - ყველამ კარგად იცის. ქალები და ბავშვები ომს გამოვექეცით, კაცების დიდი ნაწილი უკრაინაში დარჩა. არ ვიცი რა იქნება ხვალ, როგორც დასრულდება ეს ჯოჯოხეთი," - აცხადებს უკრაინელი დევნილი.

დღის ამბები