აჭარა უკრაინის ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
02-03-2022 15:14
აჭარა მეგობარ უკრაინის ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
კამპანიაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთვება და ორგანიზებას გაუწევს უკრაინაში გასაგზავნი ნივთების შეგროვება-დახარისხების პროცესს.