29 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
"დიდება ჩვენს საჰაერო თავდაცვას" - კიევში ღამით მომხდარი აფეთქებების დროს რუსული საჰაერო ობიექტები უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური კიევში ღამით მომხდარ აფეთქებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - წინასწარი ინფორმაციით, კიევში ღამით მომხდარი აფეთქებების დროს საჰაერო ობიექტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული.

"ინტერნეტ რესურსების მონიტორინგის დროს მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რომ კიევში, ღამის 2-დან 3 მარტამდე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა (3-4 აფეთქება).

მოსახლეობისგან საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადები არ შესულა.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ობიექტები საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აფეთქების ადგილსა და რაოდენობაზე ინფორმაცია ზუსტდება.

ასე რომ, დიდება ჩვენს საჰაერო თავდაცვას," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები