29 აგვისტო 2026,   20:41
ვრცლად
"ახლა ერთმანეთის გვერდით დგომის დროა" - ბრიუსელში თავშესაფრის მაძიებელ უკრაინელ ლტოლვილების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

7 დღეში უკრაინა მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა - ასეთია რუსული აგრესიის შედეგი უკრაინელებისთვის დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დანგრეული ქალაქების ჩათვლით.

ლტოლვილთა შესახებ ინფორმაცია გაეროს უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა. სწორედ თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე მიმდინარეობს შეხვედრა ბრიუსელში. 

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ აუცილებელია სწრაფად გააქტიურდეს შესაბამისი მექანიზმები, რათა უკრაინელ ხალხს დახმარება გაეწიოს.

მათი განმარტებით, ერთიანი ძალისხმევით უახლოეს დღეებში უნდა იქნეს მიღებული გადაწვეტილება უკრაინელი დევნილებისთვის ფინანსების გამოყოფაზე.

"მე ვიყავი რუმინეთი-უკრაინის საზღვარზე და გაოცებული ვარ, როცა ვნახე როგორ ეხმარებიან ევროკავშირის წარმომადგენლები იქ უკრაინელ ლტოლვილებს. ისინი მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით, სასმელით. ევროკავშირმა უნდა იამაყოს ამით და შემდგომი სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. უნდა განისაზღვროს ზუსტი ფონდი. იმედი მაქვს ყველა წევრისგან გვექნება სოლიდარობა და გამოხატავენ ეფექტურ პოზიციებს. უნდა ვიმსჯელოთ დაცვის მექანიზმებზე. ახლა ერთმანეთის გვერდით დგომის დროა. კონსულტაციების დრო არ გვაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, სულ მცირე 3 დღეში მაინც. ცალ-ცალკე წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ თავის გართმევას კრიზისთან, ამიტომ არის საჭირო სოლიდარობა," - განაცხადა ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა.

"უნდა მოვახერხოთ შესაბამისი მექანიზმების გააქტიურება, რითაც უკრაინელ ხალხს დავეხმარებით. ჩვენ მივეცით საშუალება უკრაინელებს შემოსულიყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე. უნდა შევძლოთ, რომ მათი უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ. იმდენ ადამიანს მივიღებთ რამდენსაც შევძლებთ, ფაქტია, რომ მათი რიცხვი ათი ათასობით იქნება. ჩვენ ყველა ერთიანი ვართ ამ მიმართულებით. რუსეთს მომდევნო კვირებში კიდევ უფრო მეტ სანქციას დავუწესებთ. ჩვენ დემოკრატიული გზით უნდა შევძლოთ ამ ომის შეჩერება, უნდა გამოვნახოთ დიალოგის გზა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვერანაირი გზით პუტინს ფინანსურ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ მისი მოკავშირეები," - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაგკენტმა.

დღის ამბები