30 აგვისტო 2026,   14:26
ვრცლად
კიევში, ვოლინსა და ოდესაში აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმის - მარიუპოლში კი სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვენ

აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმის უკრაინის დედაქალაქში. კიევის მსგავსად განგაშია ვოლინსა და ოდესაში.

რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული მარიუპოლი. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ.​

CNN-ის ინფორმაციით, ხერსონის პორტში სამთავრობო შენობებს რუსები აკონტროლებენ. უკრაინული მხარე ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსი ოკუპანტების საჰაერო იერიშის შედეგად 33 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება. პენტაგონის ინფორმაციით კი საზღვართან, ომამდე განლაგებული რუსული ჯარების 90% უკრაინაში უკვე შევიდა. 

დღის ამბები