27 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
მოლდოვა გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ - მაია სანდუ

ოლდოვა გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას მეზობელი და მეგობარი ქვეყნის - უკრაინის წინააღმდეგ. - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. როგორც მაია სანდუ ამბობს, მოლდოვა კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მხარეებს კი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს. 

მანამდე მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან მოლდოვას ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული. ამასთანავე, ნიკუ პოპესკუმ აღნიშნა რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინიდან დევნილების დახმარებას.
 
 
დღის ამბები