02 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
ევროპული ომის მეცხრე დღე - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ უკრაინა გადაურჩა ღამეს, რომელსაც შეეძლო ევროპის ისტორია შეეჩერებინა

ევროპული ომის მეცხრე დღე - ფრონტის ხაზზე მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს დილიდან უთხრა, რომ უკრაინა გადაურჩა ღამეს, რომელსაც შეეძლო ევროპის ისტორია შეეჩერებინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, საჰაერო სივრცე ჩაკეტონ და ოკუპანტებისგან ციდან დაიცვან.

ოკუპანტ სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევა რომ გართულდება, ეს მედიას უკრაინული მხარის დელეგაციის წევრებმა ვრცელი პრესკონფერენციის დროს უთხრეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა კი დილიდან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ოფიციალური მოსკოვი მოთხოვნებს ამცირებს, რომ რუსეთის დელეგაცია აღარ საუბრობს ნეიტრალიტეტზე.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, კვირის ბოლოს გაიმართოს. ამის შესახებ პუტინმა გერმანიის კანცლერს სატელეფონო საუბარში უთხრა. ოლაფ შოლცმა კი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. რუსეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ და ყველას მოუწოდებს ურთიერთობების ნორმალიზებაზე იფიქროს.

უკრაინის პრეზიდენტი, ჟურნალ "თაიმსის" ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა. მტერი ყოველდღიურად უტევს უკრაინას, თუმცა კიევის აღებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი კი ჯერ არსად ჩანს.

დღის ამბები