03 მაისი 2024,   07:27
ვრცლად
დიდი შვიდეული თანხმდება, რომ დროთა განმავლობაში უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ საწვავზე - ლიზ ტრუსი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრუსის განცხადებით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ის twitter-ის გვერდზე წერს. 

"ჩემი კოლეგები დიდი შვიდეულიდან და მე ვთანხმდებით, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ საწვავზე. ჩვენ ერთად დავუჭერთ მხარს უკრაინას, დავანგრევთ რუსეთის ეკონომიკას სანქციებით და უზრუნველვყოფთ პუტინის დამარცხებას," - წერს ლიზ ტრუსი. 

დღის ამბები