უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა კრაკოვიდან შესრულდა.
თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოდიან.
როგორც ისინი "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, უკრაინაში რთული მდგომარეობაა, იბომბება სახლები და მოსახლეობა იძულებულია ქვეყანა დატოვოს. მათი თქმით, პოლონეთის საზღვრამდე მატრებლით მისვლაც გართულებულია.