24 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის - ხარკოვის მერი

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია "უკრაინა-24"-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება. მათ შორის თბილისის მერს კახა კალაძეს. 

"მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი-ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში,"- აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

დღის ამბები