29 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
რუსეთის პროვოცირებულმა ომმა უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რომელსაც უკვე აქვს უზარმაზარი გავლენა რეგიონში - ენტონი ბლინკენი

სულ ცოტახ ნის წინ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესკონფერენცია მოლდოვაში. ენტონი ბლინკენმა მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა და მოლდოვაში ვიზიტი შეაჯამა.

"30 წლის განმავლობაში, რაც მოლდოვამ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყეს, ასეთი გამოწვევის წინაშე არასდროს ვმდგარვართ. რუსეთის პროვოცირებულმა ომმა უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რომელსაც უკვე აქვს უზარმაზარი გავლენა რეგიონში, მათ შორის მოლდოვაში. 200 000 ადამიანი უკრაინიდან ომს მოლდოვაში გამოექცა. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება," - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, ახლა ყველას რთულ პერიოდში უწევს ცხოვრება და მათი ყველა მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ გაძლიერდეს საზოგადოება რეგიონის მშვიდობისკენ. მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მტკიცედ გმობს.

დღის ამბები